saqarTvelos myinvarebi - nagebis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°01`59` ჩ. გ. 42°57`36` ა. გ. |
სიგრძე | 5.5 კმ |
ფართობი | 6.4 კმ² |
ტიპი | ხეობური |
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 6,4 კმ², ენა ეშვება ზღვის დონიდან 2430 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. მყინვარზე აქვს სათავე მდინარე წანერის ერთ-ერთ შენაკადს. ასვლა შეიძლება სოფელ ჟაბეშიდან.